ანა ბუჩუკური - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ბარიერის დაწევა, შესაძლოა, აწყობდეთ, რათა თავიანთი სატელიტები 2024 წლის არჩევნებზე გაიყვანონ
ანა ბუჩუკური - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ ბარიერის დაწევა, შესაძლოა, აწყობდეთ, რათა თავიანთი სატელიტები 2024 წლის არჩევნებზე გაიყვანონ

ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ბარიერის დაწევა, შესაძლოა, აწყობდეთ, რათა თავიანთი სატელიტები გაიყვანონ 2024 წლის არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„ნორმალიზებულ გარემოში და კარგ პირობებში, რა თქმა უნდა, დაბალი ბარიერი ქმნის პლურალისტური პარლამენტის შექმნის წინაპირობას. ამიტომ თუკი ეს საკითხი გამოვა კენჭისყრაზე, ჩვენი გუნდი ამას მხარს დაუჭერს. თუმცა, როგორც გითხარით, „ოცნებისთვისაც“ და „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ ბარიერის დაწევა კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ საკუთარი სატელიტები შეიყვანონ პარლამენტში.

მესმის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ბარიერის დაწევას ითხოვს, ითხოვს იმიტომ, რომ პლურალისტური პარლამენტი უნდა იხილოს და ეს კარგია, რადგან ნორმალურ პირობებში ეს ასეც უნდა მუშაობდეს, მაგრამ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, „ოცნებამ“ რომ გადაწყვიტოს, მოდი, ახლა ბარიერი დავწიოთ, როგორ ფიქრობთ, იმისთვის გადაწყვეტს ამას, რომ კარგი პარლამენტი გვქონდეს 2024-ში? რა თქმა უნდა, არა. მისი ინტერესი იქნება საკუთარი სატელიტების შეყვანა და უმრავლესობის შენარჩუნება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მძიმე მდგომარეობაშია და მათაც იგივე ინტერესი აქვთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.