ანა ბუჩუკური – სტრატეგიულ მოკავშირეს „ქართული ოცნებისთვის“ დასჭირდა დიპლომატიური ანბანის შეხსენება, რომ ელჩზე თავდასხმა შეტევაა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ის წარმოადგენს

12:28, 21.07.2022

მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს „ქართული ოცნებისთვის“ შეხსენება დასჭირდა დიპლომატიური ანბანის, თავს როცა ესხმი და უტევ სახელმწიფოს ელჩს, ეს შეტევაა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ის წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ანა ბუჩუკურმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, სადაც ის ამბობს: „საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ვცდილობდით, შეგვეტანა წვლილი, რათა დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

ანა ბუჩუკურის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა იდგა, დგას და იდგება ქართველი ხალხის გვერდით.

„სამწუხაროდ, მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს „ქართული ოცნებისთვის“ შეხსენება დასჭირდა დიპლომატიური ანბანის, ანის და ბანის. როცა თავს ესხმი და უტევ სახელმწიფოს ელჩს, ეს შეტევაა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ის წარმოადენს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა იდგა, დგას და იდგება ქართველი ხალხის გვერდით, „ქართული ოცნება“ იქნება თუ სხვა ხელისუფლება, არის დროებითი მოვლენა და მთავარია, რომ ამერიკა რჩება ამ ქვეყნის ერთგულ მეგობრად და პარტნიორად“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი