ანა ბუჩუკური - მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, სააკაშვილის შეწყალება იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“
ანა ბუჩუკური - მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, სააკაშვილის შეწყალება იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“

მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

„ბრიუსელსა და ბერლინში ბევრი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა. ეს არის მოცემულობა. მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.