ანა ბუჩუკური - კრიტიკულად აუცილებელია, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონული სისტემების გამოყენებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენ ქვეყანას არჩენენ. ჯერ კიდევ წინა წლის მონაცემებით, ემიგრანტებისგან ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი მოდიოდა – 6 მილიარდ ლარზე მეტია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია ამ ადამიანებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამის მისაღწევად ჩვენ ყველა პოლიტიკურ ტრიბუნას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.