ანა ბუჩუკური – გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვთ

12:04, 01.06.2021

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, გახარიას და მის გუნდს ოპონენტებთან არაფერი აქვთ დასამტკიცებელი.

„გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ხან „ნაცები“ გვაბრალებენ, რომ „ქოცები“ ვართ, ხან პირიქით. საზოგადოების მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ დიდი მოლოდინია და რას წარვადგენთ, ამაზე გუშინ გახარიამ ისაუბრა. წლებია, ქართულ პოლიტიკაში ორ რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ და ბუნებრივია, არც ერთ და არც მეორეს დიდი სიახლის მიმართ რეზისტენტულობა გააჩნია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი