ანა ბუჩუკური - გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს
ანა ბუჩუკური - გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს

ამნისტიის მთელი იდეა და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამნისტიის იდეა ემსახურებოდა, რომ მომხდარიყო შეთანხმება. დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ერთ მხარეს თავისი ვარიანტი აქვს, მეორე მხარეს – თავისი და შეთანხმება სახეზე არ არის, – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ბუჩუკური ამბობს, გაურკვევლობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

„ამ გაურკვევლობაში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. მთავრია, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, შეთანხმდნენ და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს, ვინაიდან ამნისტია შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტად გათვალისწინებული იყო პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

„გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს, ეს ერთი. შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტად იყო ჩადებული ამნისტია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო და მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. ყველას თავისი ვარიანტი აქვს და შეთანხმება არ არის ეს, გაურკვევლობაა“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.