ანა ბუჩუკური - ეგზიტპოლები ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის
ანა ბუჩუკური - ეგზიტპოლები ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს არ ენდობიან და ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან.

მისივე თქმით, ეგზიტპოლები დამაჯერებელი არ არის, რადგან ადამიანებს შიშის და მუქარის შედეგად შეზღუდული აქვთ, მათი პარტიის მისამართით ღიად გამოხატონ  მხარდაჭერა.

„ამ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით პრინციპში, ჩვენ უკვე ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის პოზიცია. პრინციპში, თვეების განმავლობაში თქვენ ხედავთ და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მხარდამჭერების მისამართით არის სისტემური ზეწოლისა და მუქარის ასზე მეტი ფაქტი დადასტურებული.

შესაბამისად, ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ადამიანებს უბრალოდ შიშის და მუქარის შედეგად შეზღუდული აქვთ, ჩვენი პარტიის მისამართით გამოხატონ ღიად მხარდაჭერა. მეორეც, ყველა ვხედავთ როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებისთვის, ეს გასაგებია. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს, მთელი დღის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას ვაწვდიდით თავისი მტკიცებულებებით დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დასაცავად“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სამმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი