ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის კანონის ასლის გაკეთება ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული კანონია
ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის კანონის ასლის გაკეთება ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული კანონია

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესისთვის ამოსავალი უნდა იყოს უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის ზედმიწევნით გატარება, რომელიც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან.

„მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის ზედმიწევნით გატარება, რომელიც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან. სხვათა შორის, ამ პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. დღევანდელ შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ჩვენი გუნდის მხრიდან – უნდა მოხდეს, უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი. რაც შეეხება კონკრეტულ კანონს დეოლიგარქიზაციაზე, დღეს პრეზენტაცია ვიხილეთ უკრაინაში არსებული კანონის. ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის რაღაც კანონის ასლის გაკეთება არის ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული რაიმე კანონი. ამ პროცესში ამოსავალი უნდა იყოს იმ უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.