ანა ბუჩუკური - არ მიმაჩნია, რომ ამომრჩეველს საერთოდ აინტერესებდეს „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, პარლამენტში შემოსვლაზე აქამდე პრინციპულად უარს აცხადებდნენ, თუმცა ვერ გეტყვით, რას ეფუძნება მათი პრინციპი

არ მიმაჩნია, რომ ამომრჩეველს დღევანდელ მოცემულობაში საერთოდ აინტერესებდეს „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლაზე პრინციპულ უარს აცხადებდა და ახლა მისთვის გაუგებარია, რას ეფუძნებოდა ეს პრინციპი.

„რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, როცა პარლამენტში შემოსვლაზე პრინციპულად უარს აცხადებდნენ. მანამდე ამბობდნენ, რომ არასოდეს შევალთ პარლამენტშიო, მაგრამ ვერ გეტყვით, მათი პრინციპი რას ეფუძნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.