ანა ბუჩუკური - გიორგი გახარიამ არაერთხელ უპასუხა კითხვებს, კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა 
ანა ბუჩუკური - გიორგი გახარიამ არაერთხელ უპასუხა კითხვებს, კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა 

სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის პროექტის მომზადების მიზეზი იყო შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთს უნდა ეთანხმებოდნენ.

„გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს. ამნისტიის მომზადების მიზეზი იყო შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეები რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, ერთმანეთს უნდა ეთანხმებოდნენ.

სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, ანუ, იმ პირებზე, რომელთაც ეს თანამდებობა ეკავათ 19-20 ივნისს. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, ყოველგვარი მოთხოვნის და წინაპირობების გარეშე. ეს იქნება გზა, რომ მოხდეს შეთანხმება და რეალურად შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში, ვერავინ დაიბრალებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულა.

უმრავლესობის გაღიზიანება მესმის, რითაც ბოლო პერიოდში გამოირჩევა უმრავლესობა გახარიას მიმართ. მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. გასაგებია, რომ ნერვიულობენ, მაგრამ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. გიორგი გახარიამ არაერთხელ გასცა კითხვებს პასუხები, ის ყველა კითხვას, რაც შეიძლება იყოს, უპასუხებს. კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა. იმისათვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს, ეს ინიციატივა დავაყენეთ. ნახეთ, რომ ჩემმა ინიციატივამ უმრავლესობაში კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.