ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა 
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა 

ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

„ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას – ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება, ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია.

იდეა რა არის? რა უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მთავრობამ? ჯერ მანდატები გამოიყენონ, რომელიც პარლამენტში აქვთ. ის ფუნქციები და შესაძლებლობები გამოიყენონ რაც აქვთ პარლამენტში, მათ შორის, როდესაც ევროკავშირი და აშშ, ჩვენი ნამდვილი პარტნიორები მათ მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველა პროცესში, ეს გაითვალისწინონ და მაიმუნობის დრო თუ დარჩებათ, მერე კი ბატონო, შეიძლება, იმაიმუნონ.

ოპოზიცია ერთიანად არ უნდა მოვიხსენიოთ, ოპოზიცია სხვადასხვანაირია. ჩვენი კორპორაცია იცით, რომ მანდატს მაქსიმალურად ვიყენებთ, დანარჩენ ოპოზიციას კი ჰკითხეთ საერთოდ, რას აპირებენ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.