ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ქონების გაყოფაზე სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ქონების გაყოფაზე სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

„სამეფო ოჯახის“ წარმომადგენლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ქონების გაყოფაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება დავას, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება. გადაწყვეტილების მიხედვით „მერსედეს ჯიელის“ საფასურის ნახევარი, 15 000 ლარი ანა ბაგრატიონს უნდა აუნაზღაურდეს, „ბმვ იქს 5“ რჩება დავით ბაგრატიონ-მხრანელს, თუმცა განბაჟების თანხა, რომელიც ანა ბაგრატიონმა გადაიხადა, უნდა ანაზღაურდეს. „პორშე კაიანს“ ღირებულება კი, მხარეებმა ორ ნაწილად უნდა გაიყონ.

მუხრანელის ადვოკატისთვის გაურკვეველია, რატომ დააკმაყოფილა სასამართლომ ანა ბაგრატიონის მოთხოვნა ნაწილობრივ.

„ვაპირებთ, გავასაჩივროთ გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრათ, გაურკვეველია სარჩელის დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი ნაწილიც. თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ მოთხოვნა დასაკმაყოფილებელი იყო, გაურკვეველია, რატომ დაკმაყოფილდა ერთი ავტომობილის ნაწილში, ან მეორეს ნაწილში. გაურკვეველია, რატომ დაგვაკისრა დამტვრეული „ჯიელის“ ნაწილში კომპენსაცია. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“, – განაცხადა დავით მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.