ანა არგანაშვილი - გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა
ანა არგანაშვილი - გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა

დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველფერთან, – ამის შესახებ უფლებადამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, ბავშვების იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა.

„გიგი უგულავამ მიტინგზე გამოაცხადა, ციხის თანამშრომლის შვილის კლასელებმა უნდა იცოდნენ ამ კაცზეო. შემდეგ ჟურნალისტები წერენ ამ ბავშვს სახლში. დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველფერთან.

ბავშვების ჩართვა არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, ბავშვების იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა და არაფერი გამაჩერებს რომ ვიმოქმედო მათ დასაცავად.

„ბავშვები უპირველესად არიან ბავშვები, ბავშვები, ბავშვები“ – რენატე ვინტერი. რომელიმე ბავშვს თუ დაჭირდა ადვოკატი დღევანდელი განცხადების გამო, დაგვიკავშირდით პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“, – წერს ანა არგანაშვილი.