ანა აბაშიძე - გიგი უგულავა ემოციებს ხშირად ვერ აკონტროლებს, გააჩუმეთ ეგ კაცი, მოაშორეთ ტრიბუნას
ანა აბაშიძე - გიგი უგულავა ემოციებს ხშირად ვერ აკონტროლებს, გააჩუმეთ ეგ კაცი, მოაშორეთ ტრიბუნას

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გიგი უგულავას მიერ დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას მიაყენა სავარაუდოდ შეურაცხყოფა)  შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ – მამა გყავს ჯალათიო. ღმერთო, ვინმე აზრიანი არ ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ, გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს, როცა ემოციებშია.

ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება, ასე რამე კარგი გამოვიდეს!“ – წერს ანა აბაშიძე.

დატოვე კომენტარი