ან ლინდე – შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის დისკუსიებში
შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს თავმჯდომარემ, ან ლინდემ განაცხადა.
„დღეს 13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, – წერს ან ლინდე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
13 years today since the war between Russia and Georgia. Sweden supports Georgia’s independence, sovereignty and territorial integrity, and urges all sides to find constructive ways forward in the Geneva International Discussions.
— Ann Linde (@AnnLinde) August 7, 2021