ან ლინდე - საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კვლავ იგეგმება
ან ლინდე - საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კვლავ იგეგმება

საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კვლავ იგეგმება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთს საქართველოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და სურს, ეს ურთიერთობა გაგრძელდეს.

„საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კვლავ იგეგმება. გვსურს, საქართველოსთან გვქონდეს ახლო თანამშრომლობა და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს. საქართველოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და გვინდა, ეს ურთიერთობა გაგრძელდეს“, – განაცხადა ან ლინდემ.