ან ლინდე - პირობას ვდებ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აქტიურ როლს ვითამაშებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და მასთან დაკავშირებულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში
ან ლინდე - პირობას ვდებ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აქტიურ როლს ვითამაშებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და მასთან დაკავშირებულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში

ჩვენი თავმჯდომარეობის დროს, მე ისევ ვდებ პირობას, რომ აქტიურ როლს ვითამაშებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მასთან დაკავშირებულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ეუთო-ს მინისტერიალზე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს.

„ევროკავშირთან და გაერო-სთან ერთად, ჩვენ გამოვაცოცხლეთ დისკუსიები და დავეხმარეთ მონაწილეებს, რომ ფოკუსირება მოახდინონ საკითხებზე დაფუძნებულ დღის წესრიგზე. ეს აუცილებელი იყო, რადგან სტატუსკვო და პოლიტიკურ-ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. გადაუწყვეტელი საკითხები ასევე რჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში. გასულ თვეში განახლებული ძალადობა რეგიონში ამას ადასტურებს. ეუთო-ს ამ მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და ყველამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს. ასევე დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის ღირსებებში. ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს და ჩემი პირადი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ამზადებს საფუძველს, ამ სამმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რომ გადადგან ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლინკდემ.

დატოვე კომენტარი