ან ლინდე – მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ეხმაურება.
„მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას აჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები ხელს შეუწყობს „მინსკის ჯგუფის“ თანა-თავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობით“, – აცხადებს ან ლინდე.
Welcome return of 15 detainees to 🇦🇲 today & handover to 🇦🇿 of info that will facilitate demining. Shows value of @OSCE and #OSCES2021SWE. These confidence building measures can help create atmosphere for talks under auspices of Minsk Co-Chairs. Happy to work with 🇬🇪 🇺🇸 🇪🇺.
— Ann Linde (@AnnLinde) June 12, 2021