ამსტერდამში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
ამსტერდამში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ამსტერდამში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ერთ-ერთ იტალიურ რესტორანთან მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა მალევე მოახერხეს ეჭვმიტანილის დაკავება.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მომხდარის მოტივი უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი და გარდაცვლილი რესტორნის მეპატრონე და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი არიან.