ამსტერდამში „აიაქსის“ სტადიონის გვერდით ქუჩას იოჰან კრუიფის სახელი ეწოდა
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთ-ერთ ქუჩას „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელის იოჰან კრუიფის სახელი დაარქვეს.
ლეგენდარული ფეხბურთელი 2016 წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უფრო ადრე, კრუიფის სახელი დაერქვა ამსტერდამის მთავარ სტადიონს: 2018 წლის აპრილიდან „აიაქსის” საშინაო არენას „იოჰან კრუიფ არენა“ ჰქვია.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საფეხმავლო სანაპიროს, რომელიც სტადიონის გვერდით მდებარეობს, „იოჰან კრუიფის ბულვარი“ ეწოდა.
კრუიფმა „აიაქსის“ რიგებში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი. მწვრთნელის რანგში მას ეს ტიტული „ბარსელონასთან“ ერთად აქვს მოგებული.