ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან, ხანუქასთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკაბა მოხდა
ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან, ხანუქასთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკაბა მოხდა

ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან ხანუქასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკაბები მოხდა.

ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, დაკავებულია 22 ადამიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კონცერტზე ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მგალობლის, შაი აბრამსონის გამოსვლას.

ამსტერდამის საკონცერტო დარბაზთან დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა კორდონის გარღვევა სცადა და პოლიციას დაუპირისპირდა. სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს, როდესაც დემონსტრანტებმა ეგრეთ წოდებული კვამლის ბომბები ისროლეს. ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთმა ოფიცერმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.