ამსტერდამის მერი, ისტორიაში პირველად, ქალი გახდება
ამსტერდამის მერი, ისტორიაში პირველად,  ქალი გახდება

ამსტერდამის მერის თანამდებობას პირველად, ქალი დაიკავებს. ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მერად 52 წლის ფემკე ჰალსემა დანიშნოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ნიდერლანდებში ბევრი ქალაქის მერი არის ქალი, თუმცა ამსტერდამსა და როტერდამს არასდროს ჰყოლია ქალი მერი.

ამსტერდამში მერის თანამდებობა პირველად 1343 წელს გაჩნდა.

ჰალსემა უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად მას შემდეგ დაიწყებს, რაც მის კანდიდატურას მთავრობა და მეფე დაამტკიცებენ, თუმცა აღნიშნული პროცედურა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ფემკე ჰალსემა მემარცხენე პარტიის GroenLinks-ის ყოფილი ლიდერია.

ჰალსემას კანდიდატურა ამსტერდამის მერის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ამსტერდამის 45-მა გავლენიანმა მცხოვრებმა ქალმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გენდერული დისკრიმინაციის გამო პროტესტი გამოთქვა.

დატოვე კომენტარი