ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

15:06, 24.11.2019

ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა დღეს გაიმართება.

„გვირაბი“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაშია წარმოდგენილი.

მსგავსი