ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან 49 წლის ნიდერლანდელი მორის სტეინი იქნება. მან კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ბოლოს „აიაქსს“ ჯონი ჰეიტინგა წვრთნიდა და მასთან კლუბმა კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად შეწყვიტა.
რაც შეეხება მორის სტეინს, მან სამწვრთნელო კარიერა „დენ ჰააგში“ დაიწყო, სადაც ჯერ ასისტენტი იყო, ხოლო შემდეგ – მთავარი მწვრთნელი. სტეინი ასევე ავარჯიშებდა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდს „ალ ვაჰდასა“ და „ბრედას“, ხოლო ბოლოს როტერდამის „სპარტაში“ მუშაობდა.
სტეინმა საფეხბურთო ევროპას თავი როტერდამული გუნდიდან გააცნო. მან „სპარტასთან“ ერთად 2022/2023 წლის სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.