ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა
ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 თანამოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილინი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3819 ადამიანია განთავსებული.