ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე აქტიური ამბროლაურია, ყველაზე პასიური კი, ზუგდიდი
ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე აქტიური ამბროლაურია, ყველაზე პასიური კი, ზუგდიდი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში ფიქსირდება. აღნიშნული დროისთვის ამბროლაურში საარჩევნო უბნებზე უკვე მისული იყო ამომრჩეველთა 50,1 პროცენტი.

ამბროლაური საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც 47,1 პროცენტიანი აქტივობით ყველაზე აქტიური იყო. 15:00 საათის მონაცემებით, 11 593 ამომრჩევლიდან ხმა უკვე მიცემული ჰქონდა 6 217 ამომრჩეველს.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი ზუგდიდია, სადაც 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა მხოლოდ 32,7 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა. ოლქში რეგისტრირებული 120 616 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი ჯერ მხოლოდ 39 516-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. პირველ ტურში იმავე პერიოდის აქტივობის მიხედვით, ყველაზე პასიური ამომრჩეველი მარნეულის ოლქში იყო, სადაც 15:00 საათისთვის აქტივობა 23,6 პროცენტს შეადგენდა. მეორე ტურში კი, 15:00 საათის მონაცემებით, მარნეულში აქტივობა 34,2 პროცენტია, შესაბამისად, 11,2 პროცენტით მაღალი.

მთლიანად, პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 8 პროცენტითაა გაზრდილი.