„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე მუშაობს. როგორც საქართველოს პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდის ამოცანაა, რომ ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

მისი თქმით, კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, იმისათვის, რომ პოზიციები შეჯერდეს.

„ის, რომ ვერსიები ცალ-ცალკე მუშავდება, ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიციები შემდეგ არ უნდა დავაახლოვოთ. ამ შეთანხმების შედეგად, ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით წარმართული პროცესიდან მივაღწიეთ შეთანხმებას და პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ეს პოლიტიკური კულტურა ვაჩვენეთ და ახლა უნდა დავამტკიცოთ, შემდგომი ნაბიჯებიც, რომ პოზიციები შევაჯეროთ და შეჯერებულ დოკუმენტს მხარი ერთად დავუჭიროთ, დანარჩენი პროცედურული საკითხებია. მომავალი კვირის დასაწყისში მიზანშეწონილი იქნება შეხვედრა და პროექტის შემდეგ დაინიცირება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი