ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული დეტალები.

როგორც ოხანაშვილმა ოხანაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამნისტიის კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება და კანონადაც იქცევა.

„არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება. კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს. რა დათქმაც იყო შარლ მიშელის ეგიდით წარმართული დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს ზედმიწევნით მოხდება. აქედან გამომდინარე, ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე შევთანხმდით. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, ხვალ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ. გიანონსებთ, რომ ხვალ გვექნება კონკრეტული ბრიფინგი, კონრეტულ საკითხზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.