„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ირანის მიმართ ტრამპის მუქარა „ამაზრზენი გზავნილია“
საერთაშორისო ორგანიზაციის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი აგნეს კალამარი აცხადებს, რომ ირანის მიმართ ტრამპის მუქარა „ამაზრზენი გზავნილია“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კალამარი აღნიშნავს, რომ ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან.
„რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან. ელექტროენერგია, გათბობა და წყალი აღარ იქნება, თავდასხმებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. პოტენციურად კასკადური ომის დანაშაულები. ეს არის დონალდ ტრამპი, მთავარსარდალი“, – აცხადებს აგნეს კალამარი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი სწრაფად თუ არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების ნგრევა ელოდება მთელ ქვეყანაში. ტრამპი თეირანს სამშაბათამდე აძლევს ვადას.