„ამნესთი ინთერნეიშენალი“ – ვგმობთ საფრანგეთში მასშტაბურ მობილიზაციამდე უსაფრთხოების ზომების ესკალაციასა და პროტესტის უფლებებზე თავდასხმებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ სვლაა

15:36, 24.10.2026

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე განცადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, აქციამდე ერთი დღით ადრე „პროტესტის უფლებაზე თავდასხმებს“ გმობენ.

„ჩვენ ვგმობთ საფრანგეთში მასშტაბურ მობილიზაციამდე ერთი დღით ადრე უსაფრთხოების ზომების ესკალაციასა და პროტესტის უფლებებზე სერიოზულ თავდასხმებს. ის, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ სვლაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში ფართომასშტაბიანი აქციებია ჩანიშნული. სამართალდამცავმა უწყებებმა ზოგ ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება სრულად ან ნაწილობრივ აკრძალეს.

მსგავსი