„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - სტეფანაკერტში კასეტური ბომბები ჩამოაგდეს
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - სტეფანაკერტში კასეტური ბომბები ჩამოაგდეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნესთი ინთერნეიშენალის ინფორმაციით, ორგანიზაციის ექსპერტებმა სტეფანაკერტში, დასახლებულ ზონაში კასეტური ბომბების გამოყენების კვალს მიაგნეს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ კასეტური საბრძოლო მასალები ისრაელის წარმოებისაა, „ისინი იდენტიფიცირებულია, როგორც M095 DPICM მოდელი, რომელიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაუშვეს“.

„კასეტური ტიპის ბომბების ნებისმიერი გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მათი გამოყენება დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისთვის განსაკუთრებით საშიშია და კიდევ უფრო მეტ მსხვერპლსა და დაშავებულს გამოიწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამოქალაქო პირების დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს. საბრძოლო მოქმედებების გამწვავებასთან ერთად, სამოქალაქო პირები დაცული უნდა იყვნენ და არ უნდა იყვნენ მიზანმიმართული საფრთხის ქვეშ“, – აცხადებს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფილიალი ხელმძღვანელი დენის კრიშოევი.

ამნესთი ინთერნეიშენალი“ მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი და დაიცვან მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებების გავლენისგან.