„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - ირანში 15-დან 18 ნოემბრამდე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 304 ადამიანი დაიღუპა
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - ირანში 15-დან 18 ნოემბრამდე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 304 ადამიანი დაიღუპა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, 15-დან 18 ნოემბრამდე, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 304 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი, დაშავდა. ორგანიზაციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მომაკვდინებელი ძალა გამოიყენეს.

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში საწვავის ფასი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების მიმდინარეობისას 1 000 ადამიანი დაიჭირეს, მათგან 180 აქციების ორგანიზატორია.