ამხანაგური მატჩი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თურქ თანატოლებს დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა – 1:1. გიორგი ჩიტაურის გუნდი მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც საქართველოში გაიმართება.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე თურქებმა გახსნეს – სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და იასირ ბოსის გოლით დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრა. თურქეთის ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო „დინამო თბილისის“ შემტევმა ნახევარმცველმა, რეზი დანელია შეასრულა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქეთს 15 დეკემბერსაც შეხვდება. ამჯერად ამხანაგური მატჩი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.


საქართველო (U17) – თურქეთი (U17) 1:1


გოლი: 0:1 იასირ ბოსი (9. ქოჩარის პასით), 1:1 დანელია (61).

საქართველო: ასანიძე, გვასალია, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, გოგოლი, დანელია, ელისაშვილი (77. გოგილაშვილი), ჩიქოვანი (89. ხოროიშვილი), წულაია, სურგულაძე, დოლტმურზიევი.

სათადარიგო: დადეშქელიანი, ტარტარაშვილი, გლუნჩაძე, რატიანი, ჯეჯეია, გვაზავა, ვიბლიანი, დიაკონიძე, მჟავანაძე, ლაშხია, ჭეიშვილი.