ამხანაგური მატჩი პრემიერლიგის გუნდთან - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „კრისტალ პალასს“ ეთამაშება #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი პრემიერლიგის გუნდთან - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „კრისტალ პალასს“ ეთამაშება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს, 11 დეკემბერს თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს ინგლისის პრემიერლიგის „კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართავს.

სპორტულმა სააგენტომ, Nomad Sports-მა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი შეიძინა და ქართველ გულშემატკივრებს ამ მატჩის ხილვის საშუალება ექნება. „ნაპოლისა“ და „კრისტალ პალასის” შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება შესაძლებელი იქნება სააგენტოს Facebook და Youtube პლატფორმებზე 11 დეკემბერს, 19:00 საათზე.

იმისთვის, რომ თვალყური მიადევნოთ მატჩს, უნდა შეხვიდეთ სააგენტოს Youtube არხსა და Facebook-გვერდებზე.