ამხანაგური მატჩი მექსიკის ციხეში 16 ადამიანის მკვლელობით დასრულდა
მექსიკის ერთ-ერთ ციხეში ამხანაგური მატჩი საშინელი ჩხუბით დასრულდა: 16 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
პორტალ „სოპიტასის“ ინფორმაციით, პატიმართა ორი გუნდი ციხის ეზოში ატარებდა საფეხბურთო მატჩს. თამაშს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მოთამაშეები მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღებით გავიდნენ და მალე ფეხბურთის თამაში სისხლიან ჩხუბში გადაიზარდა. მოკლულთა შორის მხოლოდ პატიმრები არიან, თუმცა დაიჭრა რამდენიმე ბავშვიც, რომლებიც მატჩს ესწრებოდნენ.
ჩხუბი თითქმის ორსაათნახევარი გრძელდებოდა