ამხანაგური მატჩი ხელბურთში „ბურევესტნიკსა“ და რუმინეთის ნაკრებს შორის #ტელემუზეუმი

ამხანაგური მატჩი ხელბურთში თბილისის „ბურევესტნიკსა“ და რუმინეთის ნაკრებს შორის. მატჩი „ბურევესტნიკის“ გამარჯვებით დასრულდა. 1962 წლის ჩანაწერი.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.