ამხანაგური მატჩები გერმანიაში – თბილისის ნაკრების მოგება და წაგება
თბილისის 14-წლამდე ფეხბურთელთა რეგიონალური თასის გამარჯვებული ნაკრები გერმანიაში იმყოფებოდა და 20-24 მაისს, 2 ამხანაგური მატჩები გამართა.
პირველი მატჩი 21 მაისს, ბერლინის „ჰერტასთან“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 5:3 დასრულდა. 23 მაისს, „მაგდებურგის“ თანატოლთა სა და თბილისის ნაკრებს შორის გამართული შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით წარიმართა და 6:0 დასრულდა.
„უკვე მესამე წელია სფფ-ის და ფიფას ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროექტი ამოქმედდა და რეგიონალურ ნაკრებებს შორის ასაკობრივი ჩემპიონატი ტარდება. პროექტის მთავარი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი განვითარებაა. გამარჯვებული გუნდი ყოველწლიურად გერმანიაში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ხელშეწყობით მიემგზავრება“, – ამბობს ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი.
მაგდებურგი U14 – თბილისის ნაკრები U14 – 0:6
გოლები: პარკაძე-5, ქადაგიშვილი-1
თბილისის ნაკრები U14: – ბაჩილავა, ჩიხაძე, ციკოლია, სურმავა, ციხელაშვილი, სიგუა, ზეცაშვილი, პარკაძე, ფრიდონიშვილი, მიშველიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მირცხულავა, გობეშია, გობეჯიშვილი, ქადაგიშვილი, ცეცხლაძე, ავალიანი, მახათაძე, წულაია.
ჰერტა U14 – თბილისის ნაკრები U14 – 5:3
გოლები: მიშველიძე, ყველაშვილი, ფრიდონიშვილი
თბილისის ნაკრები U14: – მირცხულავა, ჩიხაძე, სიგუა, ციკოლია, სურმავა, ზეცაშვილი, ნინიძე, პარკაძე, ყველაშვილი, ქადაგიშვილი, მიშველიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩილავა, გობეშია, გობეჯიშვილი, ქადაგიშვილი, ცეცხლაძე, ავალიანი, მახათაძე, წულაია, ციხელაშვილი