ოფიციალურად გადაწყდა, რომ ტაჯიკეთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერდა – გადაწყვეტილება ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFT) დაადასტურა.
ტურნირი 5 აპრილს დაიწყო და მაყურებლის გარეშე ტარდებოდა. 26 აპრილს, ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-4 ტურის მატჩები ძირითადი ლიგის გუნდებს შორის კალენდრის მიხედვით გაიმართა. თუმცა, მე-5 ტურის თამაშები, რომელიც 2-3 მაისს იყო დაგეგმილი, გადაიდო.
„ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაცია სრულად უჭერს მხარს რესპუბლიკური შტაბის გადაწყვეტილებებს ქვეყანაში კორონავირუსის CoVid-19-ის პრევენციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი და სპორტული ღონისძიებები დროებითი შეჩერებულია“, – ნათქვამია ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრება 10 მაისამდე შეჩერებულია 4 ტურის შემდეგ, ჩემპიონატში 10-10 ქულით „ისტიკლოლი“ და „ხატლონი“ ლიდერობენ.