წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით გამოცდილმა და ტიტულოვანმა ქართველმა ფალავნმა, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, გამარჯვებისთვის ვაზაარი იკმარა.
ვაზაარი, რომელიც საბოლოოდ მომგებიანი გამოდგა, ამირანმა ორთაბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში შეასრულა. ამის შემდეგ კი უპარატესობის შენარჩუნება დაიწყო და იდელაურადაც მოახერხა. დარჩენილ ორწუთნახევარში, პაპინაშვილმა ორი შიდო მიიღო რასაც, რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლაში ხელი არ შეუშლია.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად პაინაშვილი, რუსეთის სახლეით მოასპარეზე – რობერტ მშვიდობაძეს დაუპირსპირდება. ფინალური ბლოკი 16:00-ზე დაიწყება.
რაც შეეხება ამავე წონაში მოასპარეზე – ლუხუმ ჩხვიმიანს, იგი მერვედფინალში იაპონელ – რიუჯუ ნაგაიმასთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.