ამირან გოგოლაძე 31 ოქტომბერს დიუსელდორფში ჩემპიონის ქამრისთვის ისმაელ ნაურდიევთან იბრძოლებს
ამირან გოგოლაძე 31 ოქტომბერს დიუსელდორფში ჩემპიონის ქამრისთვის ისმაელ ნაურდიევთან იბრძოლებს

EMC-ის პრომოუშენში 31 ოქტომბერს ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის UFC-ის ყოფილ მებრძოლ, ვეტერან ისმაელ ნაურდიევს დაუპირისპირდება.

ღონისძიება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

გოგოლაძისა და ნაურდიევის ბრძოლა EMC ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ფინალური და მთავარი დაპირისპირებაა. 22 წლის ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ 54 წამში დაამარცხა უკრაინელი პაველ კუში, რამაც მას ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. რაც შეეხება ნაურდიევს, მან ტიმოთეუჟ ლოპაშჩიკს სძლია.

მისი რეკორდი შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება – 20 მოგება და 4 მარცხი. რაც შეეხება ამირან გოგოლაძეს, ქართველს სულ 12 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 11 ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა.