ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, ვაქცინის დარჩენილი პარტიები კი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ 28 000 დოზა ორად გაიყოფა და მეორე ნაწილი პირველადი დოზით აცრილ მოქალაქეებს შეენახებათ.

„გუშინ გვიან ღამით ქვეყანაში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის ბილატერალური ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება „ფაიზერზე“, 16 ივლისიდან კი აცრები. ეს არის პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულებისა, ხოლო მეორე ან მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით „ფაიზერის“ მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს. მოგეხსენებათ, დამატებით „ფაიზერი“ იქნა გამოყოფილი აშშ-ის მხრიდან დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტებაც სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს. მალე გახდება ცნობილი, ჩვენი ქვეყანა ამ ვაქცინების რამდენ დოზას და როდის მიღებს აშშ-სგან. ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.