ამირან გამყრელიძე - ზოგიერთ ლაბორატორიაში რამდენიმე შემთხვევა გაიპარა, ამიტომ გარე კონტროლის სისტემა სერიოზულად ავამუშავეთ
ამირან გამყრელიძე - ზოგიერთ ლაბორატორიაში რამდენიმე შემთხვევა გაიპარა, ამიტომ გარე კონტროლის სისტემა სერიოზულად ავამუშავეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარე კონტროლის სისტემა სერიოზულად აამუშავა, რაც გულისხმობს უკვე დადასტურებული შემთხვევების გადამოწმებას.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ლაბორატორიაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გაიპარა.

„გაფართოვდა ტესტირების არეალი და დღეს ქვეყანაში ტესტირებას 19 ლაბორატორია აწარმოებს. იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს და, სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევები, ჩვენ, ლუგარმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ სერიოზულად. რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული.

გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და ეს ადამიანები, დადებითები დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეებში იქნენ გადაყვანილი. ჩვენ ყველა ახალ ლაბორატორიაში მათ მიერ დადასტურებული შემთხვევებს ვამოწმებთ. ე.წ. საკონტროლო პანელები ურიგდებათ ლაბორატორიებს და ორმაგი კონტროლი ხდება.

მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია, სამწუხაროდ, შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული შეცდომა. თავი რომ გადავიზღვიოთ ამ შეცდომებისგან, ურთიერთკონტროლი აუცილებელია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.