ამირან გამყრელიძე - ზღვაში თუ ბანაობთ, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ
ამირან გამყრელიძე - ზღვაში თუ ბანაობთ, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებმა პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ.

„გასაგებია, რომ სოფელში, ტყეში მარტო თუ ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა იხმაროთ. თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბათუმში ბულვარში თუ დადიხართ ან კიდევ ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.