ამირან გამყრელიძე - ყველა წესს თუ დავიცავთ და 95 პროცენტამდე გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, მესამე ტალღა აღარ გვექნება
ამირან გამყრელიძე - ყველა წესს თუ დავიცავთ და 95 პროცენტამდე გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, მესამე ტალღა აღარ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს.

„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციამ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა ოთხ პროცენტამდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.