ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად, წელს დაახლოებით 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას
ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად, წელს დაახლოებით 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას

წითელას ვირუსით წელს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას ვირუსით წელს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მისი განცხადებით, შარშან და წლის დასაწყისში გარდაცვალების სამი ფაქტი დაფიქსირდა. სამივე შემთხვევაში ბავშვი აუცრელი იყო.

„ბოლო შემთხვევა იყო წითელასა და სხვა ინფექციის შეუღლებული შემთხვევა. ბავშვი დეკემბრის შუა რიცხვებში დაავადდა და სამწუხაროდ, ამ წლის დასაწყისში გარდაიცვალა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი განმარტებით, წელს წითელას დაახლოებით 2 180-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

„მათგან 60 პროცენტს ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. თვენახევარში დამატებით 85 ათასი ადამიანია აცრილი, გეგმური აცრებით კი, ორ თვეში 24 ათასამდე ბავშვი აიცრა. წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად, წელს დაახლოებით 350 ათასი ადამიანი უნდა ავცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი