ამირან გამყრელიძე  -  ვაქცინის ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს ერთ-ერთ პირველს მისცა, სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ
ამირან გამყრელიძე - ვაქცინის ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს ერთ-ერთ პირველს მისცა, სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის  არჩევანი გააკეთოს. სწორედ ამიტომ გამყრელიძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობა უნდა გაზარდოს. თუმცა, როგორც გამყრელიძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, საბჭო ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაზე იმსჯელებს.

„65 წელს ზემოთ ვაქცინაციის პროცესი დავამატეთ. სერიოზული მოთხოვნაა ახალგაზრდა ადამიანებისგან აცრებზეც. ამიტომ ახლა რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა ორი ვაქცინიდან არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ ადამიანებს.

დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანები მეტად იაქტიურებენ. ამ ეტაპზე ჯგუფების გაფართოება არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ თუ დაგვჭირდება, საბჭო ასაკის გაფართოებაზე იმსჯელებს. ეს ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს მისცა ერთ-ერთ პირველს და ყველა ჩვენგანისთვის სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.