ამირან გამყრელიძე - უქმე დღეები არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების
ამირან გამყრელიძე - უქმე დღეები არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უქმე დღეების დაწესება არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის შემცირების.

მისივე თქმით, თავის მხრივ, მობილობის შემცირება არის გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი.

„გახსოვთ, ეგრეთ წოდებული უქმე დღეები, საყოველთაო არდადეგები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა დამშვიდებისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა სერიოზული ინტენსივობა ინფექციის გავრცელების.

ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების. ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღინისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო, აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.