ამირან გამყრელიძე - ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასა და გადაადგილებაზე კონკრეტული პირობები იქნება, ეს უნდა იყოს ადვილად შესრულებადი
ამირან გამყრელიძე - ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასა და გადაადგილებაზე კონკრეტული პირობები იქნება, ეს უნდა იყოს ადვილად შესრულებადი

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო რეკომენდაციებისა და იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში იქნებიან ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი.

„იქნება პირობები მათი ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი, რადგან იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.

პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, ალბათ შემოვა და შემოდის ასეთი ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით, შემდეგ კიდევ ე.წ. მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმებია ამის, რომელის წარმატებით გამოყენებას უკვე იწყებს, მაგალითად, ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობაში ინფექციის გავრცელება  არ არის მაღალი, დაბალია და ამიტომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ძლიერია.

„საქართველოში ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ამოძრავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი