ამირან გამყრელიძე - თითქმის ბოლომდეა მისული ჩვენი კოვიდსერტიფიკატის ევროპული აღიარება, ალბათ სულ მალე საქართველო მიუერთდება ევროპულ სივრცეს
ამირან გამყრელიძე - თითქმის ბოლომდეა მისული ჩვენი კოვიდსერტიფიკატის ევროპული აღიარება, ალბათ სულ მალე საქართველო მიუერთდება ევროპულ სივრცეს

თითქმის ბოლომდეა მისული ჩვენი კოვიდსერტიფიკატების აღიარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში საქართველო ამ კუთხით ევროპულ სივრცეს მიუერთდება.

„თითქმის ბოლომდეა მისული ჩვენი სერტიფიკატის ევროპული აღიარება. ალბათ სულ მალე საქართველო მიუერთდება ევროპულ სივრცეს. ამიტომ, ვინც აცრილია ვთქვათ, შვედეთში ან დანიაში, ამერიკაში და აქვს QR კოდი, ის ავტომატურად იქნება ცნობილი ჩვენი საზღვრის და შესაბამისი ორგანოებისთვის. მანდ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ხოლო საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ერთი აცრა აქვს უცხოეთში ჩატარებული, მაგრამ მეორე აცრას იტარებს საქართველოში, მას ვთხოვთ, დადასტურებას იმის შესახებ, რომ ნამდვილად არის აცრილი უცხოეთში. შემდეგ მონაცემები შედის ჩვენს ელექტრონულ ბაზაში და პირს აქვს უკვე აქაური სერტიფიკატი და აქაური QR კოდი ეძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.