ამირან გამყრელიძე - თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის, თავისი საქმის დიდი პატრიოტია და არ მგონია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს
ამირან გამყრელიძე - თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის, თავისი საქმის დიდი პატრიოტია და არ მგონია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს

თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არა მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმი.

„თენგიზ ცერცვაძე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმი. თენგიზ ცერცვაძესთან მუდმივად მაქვს კონტაქტი. მქონდა კონტაქტი და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არა მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოება.

„ვამაყობთ, რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის იდგა წინა ფრონტზე – დაწყებული სპიტაკის მიწისძვრიდან, 9 აპრილის პროცესებიდან, ომებიდან, რაც ჩვენ გადავიტანეთ და მათ ეკუთვნით მადლობა. შეცდომა, გადაცდომა ყოველთვის შეიძლება იყოს. ორი წელია, ჩვენ ვართ დიდი გამოწვევის წინაშე. რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ, ყველაფერი რაც ხდებოდა ამ 2 წლის განმავლობაში. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე უნდა უყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ“, – განცხადა გამყრელიძემ.

თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს, რადგან შეურაცხყოფილი და გულნატკენია უსაფუძვლო ცილისწამების გამო.

დატოვე კომენტარი